ბილ გეითს „პლანეტის გადარჩენის“ გეგმა აქვს. მაიკროსოფტის ყოფილმა ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იტყობინება, რომ პლანეტის გადარჩენა შეუძლია. ამის გზას კი „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებაში ხედავს.
ბილ გეითსის გეგმით, ახალი ინდუსტრიული რევოლუცია ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის შექმნას და სათბურის გაზების ემისიების შემცირებას.
გეითსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წავიდა დრო, როდესაც მთავრობებს და კორპორაციებს შეეძლოთ დაპირებების გაცემა და მათი შეუსრულებლობა.
მილიარდერმა აღიარა, რომ ეს ძალიან ამბიციური მიზანია. მიუხედავად ამისა, იმედოვნებს, რომ 2022 წელს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები და კომპანიები შექმნიან მუშაობის ახალ მოდელებს, რომლებიც „სუფთა ეკონომიკაზე“ გადასვლას დააჩქარებს.
გეითსმა დაამატა, რომ ჩქარობს, მოუთმენლად ელის ახალ წელს და თვლის, რომ პლანეტის მოსახლეობა რევოლუციის საწყის ეტაპზეა.
„ჩვენ გვჭირდება საკვები პროდუქტების მოყვანა, ნივთების დამზადება, გადაადგილება, ელექტროენერგიის გამომუშავება, შენობების გათბობა და გაგრილება სათბური გაზების გაფრქვევის გარეშე“, - ამბობს ბილ გეითსი.