ირანის პრეზიდენტი რუსეთს ეწვევა

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩავა.

ირანის მთავრობის სპიკერმა ალი ბაჰადორი ჯაჰრომიმ განაცხადა, რომ ვიზიტს პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კურირებს.

რუსეთს ირანის პრეზიდენტი (ჰასან რუჰანი) ბოლოს 2017 წლის მარტში სტუმრობდა. ირანული სააგეტოების ცნობით, ვიზიტის დროს მოსალოდნელია რამდენიმე ძირითადი შეთანხმების გაფორმება. ვიზიტი კი ფოკუსირებული იქნება მოლაპარაკებებზე ბირთვული შეთანხმების წინსვლაზე, ასევე თეირანსა და მოსკოვს შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაფართოებაზე.

2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების გადარჩენის შესახებ, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები 27 დეკემბერს განახლდა.

რუსეთი ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილეა. თეირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოების შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, თეირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გულისხმობს.