ჰონგ-კონგში პოლიციამ დააკავა ონლაინმედიის ექვსი მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.
ამასთან, Stand News-ის ოფისში პოლიციის 200-მდე წარმომადგენელმა რეიდი ჩაატარა.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებს უფლება აქვთ, ჩაატარონ „გამოძიება და ამოიღონ შესაბამისი ჟურნალისტური მასალები“.
დაკავებულთა შორის არიან Stand News-ის ამჟამინდელი და ყოფილი მთავარი რედაქტორები.
DW-ს ცნობით, რომ ჰონგ კონგის პოლიციის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჰონგ კონგის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, რონსონ ჩანის სახლი გაჩხრიკეს.
ჩანმა, რომელიც Stand News-ის რედაქტორის მოადგილედ მუშაობს, განაცხადა, რომ პოლიციამ კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, პლანშეტური მოწყობილობა, პრესის საშვი და საბანკო ჩანაწერები ჩამოართვა.
ის დაკითხვაზე წაიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს.
„Stand News-ი ყოველთვის პროფესიონალურად ავრცელებდა სიახლეებს", - განუცხადა ჩანმა ჟურნალისტებს.
Stand News-მა Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პოლიციის ოფიცრები ამბობენ, რომ გამოძიება შეთქმულებას, ამბოხს და ასეთი ხასიათის მასალის გამოქვეყნებას უკავშირდება.