საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2514 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 711.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 890 733-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 13 707 ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 930 544-ს შეადგენს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 059 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 359 PCR ტესტით.
28 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.46%, ბოლო 14 დღის - 5.65% ხოლო 7 დღის - 5.09%.
2 514 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარა - 232, იმერეთი - 304, ქვემო ქართლი - 119, შიდა ქართლი - 108, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 148, კახეთი -134, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.
აქტიური შემთხვევა - 26 078, საიდანაც 4 794 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 080, აჭარაში - 484, იმერეთში - 936. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 231 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 542, აჭარაში - 121, იმერეთში - 346.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 296 პაციენტი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 35, იმერეთში - 28. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 548 - თბილისში, 201- აჭარაში. 20 426 ადამიანი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 28 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 241 ადამიანი.