The Washington Post: საბჭოთა პერიოდში ჭადრაკს ქართველი ქალები მართავდნენ

The Washington Post-ი ქართველ მოჭადრაკეებზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ საბჭოთა პერიოდში ჭადრაკს ქართველი ქალები მართავდნენ.

როგორც სტატიაში აღნიშნული ათწლეულების განმავლობაში, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიცაა საქართველო, ჭადრაკში ბევრ მძიმეწონოსან ქვეყანას თანაბრად უპირისპირდებოდა.

„ქვეყანა არნახულ სიმაღლეებზე ნონა გაფრინდაშვილის წარმატებებმა აიყვანეს. გაფრინდაშვილი ისტორიაში პირველი ქალი იყო, რომელმაც 1978 წელს დიდოსტატის ტიტული მიიღო. 79 წლის ასაკში ის კვლავ თამაშობს ტურნირებს და მსოფლიო დონეზე წარმატებით ასპარეზობს.

„ნონა იყო პირველი ქალი, რომელმაც ქალთა ჭადრაკი იყვანა კაცთა დონეზე”, - თქვა ყოფილი იუგოსლავიის ჭადრაკის ვარსკვლავმა და ჟურნალისტმა მილუნკა ლაზარევიჩმა ფილმში „დიდება დედოფალს“.

„ეს მარსზე ან იუპიტერზე ჩამოსვლას ჰგავდა - ეს ნონამდე წარმოუდგენელი იყო!”, - ამბობს ის.

ნონა გაფრინდაშვილი ამ დროისთვის არც ერთი ტურნირისთვის არ მოგზაურობს, მაგრამ იმედოვნებს, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდება.

„ჭადრაკი ჩემი ცხოვრებაა“,- ამბობს გაფრინდაშვილი სააგენტოსთან კომენტარში. „დავიწყებული ქალი“ ჭადრაკში „დედოფლის გამბიტის“(The Queens Gambit) გამოსვლამდე წლებით ადრე ამარცხებდა მსოფლიოს", - წერს Washington Post-ი