საკარანტინე სივრცედ 215 სასტუმრო გადაკეთდა - ნათია თურნავა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, საკარანტინე სივრცეების პროგრამით 215-მა სასტუმრომ ისარგებლა. ამის შესახებ მან 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრით თქმით, საკარანტინე სივრცეების პროგრამის დახმარებით, ჯამში, სასტუმროებში დასაქმებულმა 3 620-მა ადამიანმა სამსახური შეინარჩუნა.

„ეკონომიკის სამინისტრო პასუხისმგებელი ვართ საკარანტინე სივრცეების მართვასა და ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე საკარანტინე სივრცეების მიმართულებით. ამ თვეებში საკარანტინე სივრცეები 133 767 ადამიანს მოემსახურა. პროგრამაში დღემდე 215-მა სასტუმრომ მიიღო მონაწილეობა. ეს ნიშნავს ადამიანების დახმარებას - 3 620-მა დასაქმებულმა შეინარჩუნა სამსახური“, - განაცხადა ნათია თურნავამ.