ირაკლი კობახიძე: როდესაც ლონდა თოლორაიას ვთავაზობთ თანამდებობას საჯარო სამსახურში, აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თავის დროზე მისი შექმნა შეცდომა იყო. ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკური გუნდის შიგნითაც უმრავლესობა ამ ორი სამსახურის ცალ-ცალკე შექმნის მომხრე იყო.

„ის იყო შს სამინისტროს კადრი და სწორედ ამ უწყებიდან გადავიდა ამ ახალ უწყებაში... როდესაც ლონდა თოლორაიას ვთავაზობთ თანამდებობას საჯარო სამსახურში, აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება ამ უწყების თანამშრომლების და მისი ხელმძღვანელის მიმართ.

რაც შეეხება გაყოფის მიზეზს, ის მარტივია, ეს იყო აბსოლუტურად ყველას რეკომენდაცია და მე უკვე ვთქვი, რომ პოლიტიკური გუნდის შიგნითაც უმრავლესობა ამ ორი სამსახურის ცალ-ცალკე შექმნის მომხრე იყო.

თუმცა მაშინ იყო განსხვავებული პოზიციები გუნდის შიგნით, პოლიტიკური ინტერესები და მიღებული იყო არასწორი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.