„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მოშიმშილე სამი ადამიანი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მალევე გახდება ცნობილი, შეძლებენ თუ არა ისინი შიმშილობის გაგრძელებას.
„სამი ადამიანი გადაიყვანეს კლინიკაში. ადგილზე ჩაუტარდათ გამოკვლევები და სასწრაფოს ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ გადაეყვანათ კლინიკაში.მალე გვეცოდინება გააგრძელებენ თუ არა შიმშილობას, გადასხმები დაენიშნათ დღეს”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა შიმშილობა გამოაცხადეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, კახეთის გზატკეცილზე მოშიმშილეებისთვის 12 კარავია გაშლილი.