მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გორის ჰოსპიტალში მოათავსეს

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

გავრცელებული ცნობით, ნინო გოგორიშვილს კარდიოლოგიური პრობლემები აქვს. ოფიციალური კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კლინიკაში მოგვიანებით გაკეთდება.