ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობის მოტივი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი).