საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2097 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 39 036 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 331 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 932 641-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%, ბოლო 14 დღის - 5.57% ხოლო 7 დღის - 5.15%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 331 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 893 064.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 758 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა - 222, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 114, შიდა ქართლი - 97, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი -135, მცხეთა-მთიანეთი -49, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 793 საიდანაც: 4 712 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 073, აჭარაში - 486, იმერეთში - 893. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 211 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 554, აჭარაში - 119, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პაციენტი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 36, იმერეთში - 27. 873 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 - თბილისში, 214- აჭარაში. 20 208 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 997 ადამიანი.