Youtube-ი, Gmail-ი, Drive და Google-ის სხვა სერვისები მსოფლიოს მასშტაბით, შეფერხებით მუშაობს.
არ მუშაობს ამ პლატფორმების როგორც დესკტოპ, ასევე მობილური აპლიკაციები.
მომხმარებლებს ეკრანზე შემდეგი ტიპის წარწერები ხვდებათ: "something went wrong" და "oops". გათიშვა არ შეხებია Google-ის საძიებო სისტემას, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს.
კომპანიას სერვერების გათიშვის მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.