პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი ამილახვარი ერთხმად, 86 ხმით აირჩია.

გიორგი ამილახვარი 2020 -2024 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებიდან დღემდე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ამასთან, ამილახვარი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია.