უკრაინის ომბუდსმენი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევს

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევს", - ასე გამოეხმაურა უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის გორის პოსპიტალიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს.

„აღშფოთებულები ვართ უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხის დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტით. შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა. ცუდად მყოფი მიხეილი ნების საწინააღმდეგოდ ადვოკატების გაფრთხილების გარეშე ღამით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევს: სამი ჰიპერტონული კრიზისის შემდეგ თავს უკიდურესად მძიმედ გრძნობს, რამდენიმე დღით ადრე საწოლიდან ვერ ადგა. მას არ დაუნიშნეს ახალი ექიმი, ხოლო მკურნალობის სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცებული იყო სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ“, - წერს დენისოვა.

ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროშია გადაყვანილი.