"ახლა ისე გვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც არასდროს", - ასე შეაჯამა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა 2021 წელი.
"2020 წლის გამოწვევებმა, გლობალურად, ჩვენი, როგორც საზოგადოების შესაძლებლობები გამოსცადა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს.
ჩვენ ახლა ისე გვჭირდება ერთად მუშაობა როგორც არასდროს 2021 წელს იმედის ნაპერწკალი გამოჩნდა: სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდა; დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, წლევანდელმა წელმა მოგვცა შესაძლებლობა, იმედით დაველოდოთ უკეთეს დღეეებს საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად ძალისხმევა გავაორმაგეთ; ვიმუშავეთ საქართველოს კავშირების განსამტკიცებლად დასავლეთთან და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამრომლობის ახალ სიმაღლეებზე ასაყვანად 2022 წლის მოლოდინში, მოდით, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ.
ჩვენი გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, ვინც ასე შრომობს რომ საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია", - განაცხადა დეგნანმა.