კანონში არსებულ სახელმწიფო ქონების შემძენთა სიას საზოგადოებრივი მაუწყებელი დაემატება

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ სახელმწიფო ქონების შემძენ პირთა ჩამონათვალს საზოგადოებრივი მაუწყებელი დაემატება

პარლამენტმა 79 ხმით მიიღო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება. მომხსენებლის, ეკა სეფაშვილის განმარტებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ სახელმწიფო ქონების შემძენ პირთა ჩამონათვალს ემატება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩის N31-ში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა შენდება. კანონში ცვლილების განხორციელებამდე ეს ქონება, მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ სარგებლობის უფლებით ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაცემული. განხორციელებული ცვლილებით კი შესაძლებელი გახდება ეს ფართი მთლიანად განკარგვის უფლებით გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რითაც მისი დამოუკიდებლობის რეალური უზრუნველყოფა მოხდება.