საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წელს მასწავლებლების, პოლიციელების და ჯარისკაცების შრომის ანაზღაურება გაიზრდება. გაიზრდება ასევე პენსიებიც.
ამის შესახებ თურნავამ 2021 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა.
„2021 წლის ბიუჯეტიც ანტიკრიზისულია და მასში აქცენტი მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებაზე კეთდება. „რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდს, საკმაოდ შემცირებულია. ესაა მომჭირნეობის წელი და აქედან გამომდინარე ყალიბდება ეს პრიორიტეტები“,- განუცხადა მინსიტრმა ჟურნალისტებს
მინისტრის ცნობით, მომავალი წლიდან დაგეგემილია სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდის შემცირება