ამირან გამყრელიძე: ხელოვნურ სუნთქვაზე 400 პირი იმყოფება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხელოვნურ სუნთქვაზე 400 პირი იმყოფება,

მისი განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სიკვდილიანობის მატებაა მოსალოდნელი, რადგან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა მაღალია.

„მომავალი 2 კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება. საკმაოდ დიდია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვი. დაახლოებით 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად. 49 გარდაცვლილი რაც დღესაა, საკმაოდ მაღალია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, 24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში, კარგად უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა და პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ.

"პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდდამშვიდების საბაბი არ არის. რადგან, ძირითადად ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: შემზღუდველი ღონიოსძიებები, რომლებიც იძლევა ეფექტს, გაფართოებული ტესტირება და ხელმისაწევდომობა, დროული იზოლაცია კოვიდდადებითი ადამიანების, მათ შორის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების, ნიღბის ტარების კულტურის გაზრდა, 65 პროცენტამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.