ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 532 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 532 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 31 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 512 858 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 289 407 ადამიანი - მოსახლეობის 44.9%.

სრულად ვაქცინირებულია 1 148 962 ადამიანი - მოსახლეობის 40.0%.

“ბუსტერი“ გაკეთებული აქვს 73 162 ადამიანს.