შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯეონმა მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, შობას ერთად არ შეხვდნენ, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
„იმედი მაქვს, მომავალ წელს ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდ მოგონებად გაგვახსენდება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები დავიცვათ, წესები უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა სტარჯეონმა.
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობის გაუფერულებისთვის ბოდიში მოუხადა.