საქართველოში კოვიდვაქცინით 40% სრულად აიცრა

31 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 512 858 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 289 407 ადამიანი - მოსახლეობის 44.9%.

სრულად ვაქცინირებულია 1 148 962 ადამიანი - მოსახლეობის 40.0%.

„ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 73 162 ადამიანს.

30 დეკემბერს აიცრა 5 532 ადამიანი, 29 დეკემბერს - 8 615. ბოლო 7 დღეში, ყველაზე მეტი, 13 377 ადამიანი 27 დეკემბერს აიცრა.

„2021 წელს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა უკვე ხშირად დაგვარწმუნეს მათ ეფექტურობაში. მხოლოდ საქართველოში ვაქცინაციამ დაგვიცვა: ინფიცირებისგან 89.41%-ით დაავადების მძიმე განვითარებისა და საავადმყოფოში მოხვედრისგან 93.35%-ით სიკვდილისგან თითქმის 100%-ით“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.