ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: 2021 წელს, ქართველ თანამდებობის პირებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას ვუსურვებ

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ წლის შემაჯამებელი პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, 2021 საქართველოსთვის ძალიან რთული აღმოჩნდა.

„დამდეგ შობა-ახალ წელს საქართველოს გადაედგას დიდი ნაბიჯი ევროპისკენ და მოეტანოს მეტი ურთიერთგაგება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

პრეზიდენტ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას, ქართველ თანამდებობის პირებს კი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას, საკუთარი მოქალაქეების მიმართ“, - წერს პოლონელი პოლიტიკოსი.