ბელგიაში, ლუვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მსოფლიოში პირველად, ტრანსპლანტაციისთვის კოვიდინფიცირებულის ფილტვი გამოიყენეს.
როგორც პაციენტის სამედიცინო ისტორიაში არის მითითებული, 70 წლის ქალს კორონავირუსის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აპრილში დაეწყო, როდესაც ბელგია COVID19-ის პირველი ტალღის პიკს უახლოდებოდა. პაციენტს ბელგიაში ლაბორატორიებში გადატვირთული რეჟიმის გამო ტესტი არ ჩაუტარდა და სახლში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
ბელგიის მოქალაქე საავადყოფოში ივლისში მოათავსეს. პაციენტი ჰემორაგიული ინსულტით კლინიკაში რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა. COVID19-ზე კლინიკაში გაკეთებულმაანალიზმა მის სისხლში ანტისხეულები აჩვენა და ამით გაზაფხულზე პაციენტის კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა. ჩატარერბული ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცლილის ფილტვები დაზიანებული არ იყო და ორგანოები მომავალი ტრანსპლანტაციისთვის ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდა.
„ამ უმძიმესი კრიზისის დროს უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ჩატარდა. ვწუხვართ ქალის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს. ჩვენთვის იმედის მომცემი იყო ექსპერტიზის შედეგი. მოკლე ხანში ფილტვებმა აღდგენა შეძლეს. ორგანო მზად იყო ტრანსპლანტაციისთვის და კოვიდპაციენტმა სხვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ვფიქრობთ ლუვენის საუნივერსიტეტო კლიკინაში ჩატარებული ოპერაცია სხვა კლინიკებისა და ტრანსპლანტაციის ცენტრებისთვისაც მაგალითი იქნება“, - განაცხადა ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორმა ლაურენს სეულემანსმა.
კლინიკის ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ პაციენტს რამდენჯერმე ჩაუტარდა ტესტი COVID19-ზე და ყველა ტესტის პასუხი უარყოფით იყო. გართულებებს ადგილი არ ჰქონია და პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
წყარო - „იმედინიუსი“