სპეციალისტები საქართველოს მოსახლეობის 70% აცრას ზაფხულისთვის ვარაუდობენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამისათვის „ყველაფერი უნდა გაკეთდეს“.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაღალი, 80-90%-იანი მოცვა გვქონდეს ყველაზე უფრო მოწყვლად ასაკში, 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში. თუ ჩვენ აქ მივაღწევთ 80-90%-იან მოცვას, მაშინ სერიოზული გარდატეხა მოხდება პირველ რიგში სიკვდილიანობის შემცირების მხრივ და რა თქმა უნდა, მთლიანად პანდემიის დასრულების თვალსაზრისით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.