საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ 144 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, 31 დეკემბრის მონაცემზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის სულ 937 640 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 900 159, გარდაიცვალა 13 905 პაციენტი.