საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა

ევროკავშირის საბჭოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი გახდა. გერმანიამ თავმჯდომარეობა სლოვენიისგან გადაიბარა. საფრანგეთის შემდეგ კი, 2022 წლის ბოლომდე, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი გახდება.

ევროკავშირის ქვეყნები საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ერთმანეთს ყოველ 6 თვეში ცვლიან. ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში, პრეზიდენტი ქვეყანა ხელმძღვანელობს სხდომებს საბჭოს ყველა დონეზე, რაც ევროკავშირის მუშაობის უწყვეტობას უზრუნველყოფს.