მიუხედავად მდგომარეობის გართულებისა, გალის რაიონის სკოლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. სასწავლო პროცესი პირველი სექტემბრიდან განახლდა.
როგორც „ევროპათაიმს“ ადგილობრივმა მასწავლებლებმა განუცხადეს, ისინი ყოველდღიურად იცავენ შესაბამის რეკომენდაციებს.
„ყოველდღიურად ტარდება თერმოსქრინინგი, ვისაც სიცხე უფიქსირდება, უკან ვაბრუნებთ, დანარჩენები იცავენ რეკომენდაციებს და საკლასო ოთახებში ნაწილდებიან. დაწყებით კლასებში გაკვეთილების ხანგრძლივობა 30 წუთამდე შემცირდა, შესვენება 15 წუთამდე გაიზარდა. დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეების შესვენებები ერთმანეთს არ უნდა დაემთხვეს. ვიცავთ დისტანციას, შესაბამისი შეზღუდვაა სასადილოში შესვლაზეც. მასწავლებლებს ვალდებულება გვაქვს გვეკეთოს პირბადე“, - განუცხადა „ევროპათაიმს“ გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, მას შემდეგ, რაც სოხუმის ერთ-ერთ ერთი სკოლის მასწავლებლის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, მასწავლებლები პასუხობენ, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.
„მასწავლებლის გარდაცვალებაზე ინფორმაცია თქვენგან გავიგეთ. აქ ჯერ არავის არაფერი უთქვამს. საუბარი იყო ბაღების დახურვაზე, თუმცა ჯერ არც ეს მომხდარა. ჭორად ადრეც ითქვა, რომ 27 სექტემბრიდან დისტანციურზე გადავიდოდით, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის. ბავშვების უმრავლესობას არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, შესაბამისად, სწავლის პროცესი ალბათ შეფერხდება“.
შეგახსენებთმ, რომ 21 სექტემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი, სოხუმის სკოლის მასწავლებელია, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა.
მასწავლებელი, გარდაცვალებამდე, სოციალურ სქელში წერდა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.
"მოქალაქეებო, თავს გაუფრთხილდით. ინფექცია ჩვენს შორისაა. არც მე მჯეროდა მისი, მაგრამ გუდაუთის საავადმყოფოში აღმოვჩნდი", - მიმართავდა მოსახლეობას პედაგოგი.
ფოტოები, გალის ერთ-ერთ სკოლაშია გადაღებული