ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, USAID აფასებს ISFED-თან ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან

„მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრატიკის შესაბამისად. მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას“, - აღნიშნულია USAID-ის განცხადებაში.