რუსეთის და ჩეხეთის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდები წესრიგის დარღვევის გამო ავიარეისიდან მოხსნეს. მგზავრები ამბობენ, რომ რუსეთის გუნდის წევრები უარს ამბობენ ნიღბების ტარებაზე.
ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა, ოტოკარ ჩერნიმ აღნიშნა, რომ მის გუნდი ყველა წესს იცავდა და გაუგებრობა მოხდა.
„ჩემს გუნდს ისე მოექცნენ როგორც რუსეთის ნაკრების მოთამაშეებს, მიზეზი კი მათი მსგავსი რუხი ფერის ჩაცმულობა იყო“, - აღნიშნა ჩერნიმ.
მისივე თქმით, Air Canada-ს წარმომადგენელმა გუნდს ბოდიში მოუხადა და პირველი იანვრისთვის სასტუმროთი და ფრანკფურტში რეისით უზრუნველყო.
რუსეთის გუნდი კი მომდევნო რეისით გაფრინდა მოსკოვში.
ცნობისთვის, გუნდების წევრები ახალი წლის ღამეს ფრანკფურტის რეისიდან მოხსნეს. ისინი სამშობლოში ბრუნდებოდნენ, რადგან ახალგაზრდულ გუნდების მსოფლიო ჩემპიონატი COVID19-ის შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო გაუქმდა.
რუსეთის ნაკრების მწრთნელმა, სერგეი ზუბოვმა განაცხადა, რომ გუნდი რეისიდან მოხსნეს ნიღბების ტარების წესის დარღვევის გამო.
თუმცა მედიის ინფორმაციით, წესებს თავად ზუბოვიც არღვევდა.