ჯანმოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ 2022 წელს პანდემია დასრულდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია დამარცხდება 2022 წელს, იმ პირობით, თუ ქვეყნები ერთობლივად იმუშავებენ მისი გავრცელების შესაკავებლად.

ტედროს გებრეიესუმა საახალწლო განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ვიწრო ნაციონალიზმმა და ვაქცინების შეგროვებამ ძირი გამოუთხარა თანასწორობას და შექმნა იდეალური პირობები „ომიკრონის“ ვარიანტის გასავრცელებლად და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უთანასწორობა, მით უფრო მაღალია ვირუსის განვითარების რისკები.

2022 წლისთვის ჯანმოს მიზანია, ივლისისთვის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 70% იყოს ვაქცინირებული, რათა პანდემია დასრულდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის მარტში გამოაცხადა.