სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში ძლიერმა ხანძარმა პარლამენტის შენობა დააზიანა.
პრეზიდენტი კირილ რამაფოსა ეწვია შემთხვევის ადგილს და მას „საშინელი და დამანგრეველი მოვლენა“ უწოდა. მისი თქმით, შენობის სახანძრო სისტემა არ ფუნქციონირებდა გამართულად. პრეზიდენტმა შეაქო მეხანძრეები და განაცხადა, რომ მათი ჩარევის გარეშე ეროვნული ასამბლეა „ფერფლად“ გადაიქცეოდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულია 51 წლის კაცი, რომელიც დაკითხვაზე გადაიყვანეს.
ცეცხლს ათობით მეხანძრე ებრძოდა. მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო კომპლექსი მთლიანად დაზიანდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძრის სრულად ჩაქრობას შესაძლოა კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდეს შენობაში ხალიჩებისა და ხის იატაკის გამო.
