საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, თბილისში დაფიქსირდა 12 შემთხვევა, მათგან ჰოსპიტალიზირებულია სამი პაციენტი.
რაც შეეხება რეგიონებს, როგორც საქართველოს პირველ არხს ცენტრიდან აცნობეს, რეგიონებში კვებითი ინტოქსიკაციის 29 ფაქტი გამოვლინდა, ჰოსპიტალიზირებულია 12 პაციენტი.
ამასთან, ახალი წლის დღეებში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან თბილისში 97, რომელთაგან ჰოსპიტალიზირებულია 20 პაციენტი. რეგიონში გამოვლენილია ინტოქსიკაციის 134 შემთხვევა, ჰოსპიტალიზირებულია 40 პაციენტი.