ჯო ბაიდენმა უზარმაზარი მოცულობის სამხედრო ბიუჯეტის კანონს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, აშშ-ის $777.7-მილიარდიანი ყოველწლიური სამხედრო ბიუჯეტის კანონს ხელი მოაწერა.

კანონის კონგრესმა მხარი რამდენიმე კვირის წინ, უმრავლესობით დაუჭირა.

თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), და აღნიშნა, რომ კანონპროექტი მოიცავს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ანაზღაურების გაზრდას.

რეკორდული სამხედრო ბიუჯეტი, $740 მილიარდის მოცულობით, ტრამპის მმართველობის ბოლო წელს დამტკიცდა.