დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC) მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. NCDC სადღესასწაულო დღეებში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს.
„ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად წელს, როგორც არასდროს საჭიროა მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. როდესაც ქვეყანაში COVID19-ის შემთხვევების რაოდენობა და ახალი შტამი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, აუცილებელია დავიცვათ ყველა ის რჩევა, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიზიარებენ: მობილობა ზრდის COVID19-ით ინფიცირების და გავრცელების რისკს.
შესაბამისად, სასურველია სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად შეამციროთ გადაადგილება და სოციალური აქტივობა. სადღესასწაულო უქმეების დროს მოერიდეთ ფართომასშტაბიან სოციალურ ღონისძიებებს.
ერთმანეთთან დაიცავით სულ მცირე 1 მეტრის დისტანცია. ატარეთ პირბადე და დაიცავით ხელის ჰიგიენა. შეამცირეთ დახურულ შენობაში გატარებული დრო და ხშირად გაანიავეთ საერთო სივრცე. არ გადადოთ ვაქცინაცია. ორჯერ აცრის შემთხვევაში კი გახსოვდეთ, ბუსტერ დოზის აუცილებლობა“, - ნათქვამია NCDC-ის რეკომენდაციაში.