საქართველოში კოვიდინფიცირების 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 413 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 619 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.27%, ბოლო 14 დღის - 5.50% ხოლო 7 დღის - 5.77%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 789 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 902 948.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 942 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა, აჭარა - 91, იმერეთი - 68, ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 15, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 40, კახეთი -37, მცხეთა-მთიანეთი -13, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 667 საიდანაც:

4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 039, აჭარაში - 487, იმერეთში - 822.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 137 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 543, აჭარაში - 118, იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 ადამიანი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 34, იმერეთში - 29

833 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 537 - თბილისში, 199 - აჭარაში.

16 388 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 45, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 2 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 087 ადამიანი.