დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
უწყებაში წოწკოლაურის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის დეკემბერში დატოვა.