NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა Politico-ს ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა.
ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, საქართველოსთვის და უკრაინისთვის 2008 წელს მიცემული პირობის შესასრულებლად გეგმის ჩამოყალიბების დროა.
„2008 წელს საქართველოსა და უკრაინას NATO-ს მაგიდასთან ადგილს დავპირდით და დროა, ჩვენი დაპირების განსახორციელებლად სამოქმედო გეგმა ჩამოვაყალიბოთ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იმ პირობით, რომ NATO-ს წესდების მე-5 მუხლი მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორის მოიცავს, მაგრამ NATO-ს არ შეუძლია, ჰქონდეს გაფართოებასთან დაკავშირებით ღია კარის ისეთი პოლიტიკა, რომელშიც პუტინს უფლებას აძლევს, როგორც შვეიცარმა იმოქმედოს“, - ნათქვამია სტატიაში.
NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინელები მზად იქნებიან, თავისუფლებისთვის იბრძოლონ.
„შეიჭრება თუ არა პუტინი უკრაინაში? ეს მხოლოდ მან იცის. მაგრამ თუ ის ამას გააკეთებს, უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უნდა გავუგზავნოთ და ეკონომიკური სანქციები დავაწესოთ, რომელიც რუსეთის ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება“, - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.