სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ირანის პრეზიდენტმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან, იტყობინება პრემიერის პრესსამსახური.

მხარეებმა დღის წესრიგში არსებული არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის სომხეთ-ირანის ურთიერთობების შემდგომი განვითარება. მათ ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს მათი ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას.

ფაშინიანმა და რაისმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის კონტაქტების გაგრძელებაზე.