სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
"საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 76 წლის ასაკაში გარდაიცვალა ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.