FDA-მ 12-15 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 12-15 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა.

უწყებამ ასევე დაუშვა იმუნიტეტ დაქვეითებულებში (5-11 წლის ბავშვებში) Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია, გამაძლიერებელი დოზა, პირბადის ტარება და დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად რჩება.

BioNTech-მა და Pfizer-მა 8 დეკემბერს განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგებით, მათი ვაქცინის 3 დოზა „ომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტიანია.