ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლი კლინიკური მართვის ჯგუფთან განიხილა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კლინიკური მართვის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს და მკურნალობის პროტოკოლზე იმსჯელეს.

ძირითადი აქცენტი COVID19-ის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვაზე გაკეთდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კლინიკური მართვის ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულ რეჟიმში გაგრძელდება.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ახალი მინისტრი 27 დეკემბერს წარუდგინა.