დონალდ ტრამპის შვილები ჩვენების მისაცემად გამოიძახეს

ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილები, ივანკა ტრამპი და დონალდ ტრამპი უმცროსი ჩვენების მისაცემად გამოიძახა. Reuters-ის ცნობით, 2020 წლის მარტში ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორის მიერ დაწყებული გამოძიება ვარაუდობს, რომ კრედიტების მიღების მიზნით, კომპანიამ Trump Organization-ი ხელოვნურად გაზარდა თავისი აქტივების ღირებულება.

მანამდე, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ Trump Organization-ში, სადაც ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, ამ პრაქტიკას იყენებდნენ.

2021 წლის ივლისში, მანჰეტენის საოლქო პროკურატურამ Trump Organization-სა და მის ფინანსურ დირექტორს, ალენ ვაისელბერგს საგადასახადო დანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.