ირანის პრეზიდენტი ტრამპის დასჯას ითხოვს

გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ და აღნიშნა, რომ მთავარმა დამნაშავემ და მკვლელმა, რომელმაც ერაყში სულეიმანის კოლონაზე თავდასხმის ბრძანება გასცა, პასუხი აგოს“.

ებრაჰიმ რაისის განცხადებით, სამართლიანი სასამართლო უნდა შეიქმნას, რომელშიც ტრამპი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები გასამართლდებიან და დაისჯებიან. თუ ასე არ მოხდება, რაისი შურისძიებით იმუქრება.

2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.