ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობისას ერთ ადამიანი დაიღუპა

შეიარაღებულებმა ჰაიტის პრემიერ-მინისტრის, არიელ ანრის მოკვლა სცადეს. Reuters-ი ჰაიტის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტი პირველ იანვარს ჰაიტის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე, ტაძრიდან გამოსვლის დროს მოხდა.

შეიარარებული დაპირისპირება უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და თავდამსხმელებს შორის მოხდა.

Guardian-ის ცნობით, სროლისას, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.