იან კელი: საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის

საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის, - ასე აფასებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.­

„გზავნილი ნათელია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ყოველგვარი კონტროლის გაუქმებით, საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებმა დაიწყეს ეჭვის შეტანა მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში", - წერს იან კელი Twitter-ზე.

ამავე თემაზე:

ამერიკის საელჩო: მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა

ამერიკის საელჩო: მმართველმა პარტიამ ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენა და სასამართლოს მიმართ ნდობა შეასუსტა