საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1955 ადამიანი.
ჩატარდა 39 315 ტესტი, მათ შორის 26 302 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 013 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 942 173-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 904 903-მდე. ვირუსს ჯამში 14 009 ადამიანი ემსხვერპლა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.13%, ბოლო 14 დღის - 5.67% ხოლო 7 დღის - 6.26%.
ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 569, აჭარა - 366, იმერეთი - 505, ქვემო ქართლი - 149, შიდა ქართლი - 199, გურია - 222, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.
აქტიური შემთხვევა - 23 235, საიდანაც: 4 394 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 049, აჭარაში - 504, იმერეთში - 745. მძიმე პაციენტია - 1 111, მათ შორის, თბილისში - 541, აჭარაში - 119, იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 269 ადამიანი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 33, იმერეთში - 27.
892 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 587 - თბილისში, 209 - აჭარაში. 17 949 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 47, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 3 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 27 401 ადამიანი.