ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 560-ს გადააჭარბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა დაადასტურა. საახალწლო უქმე დღეების შემდეგ, 3 იანვარს, ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ოთხ დღეში გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID19-ით დაავადებული 4 პაციენტი.

პანდემიის განმავლობაში აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 38 007 შემთხვევა, მათგან 561 გარდაცვალების. დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.