თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით, წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრში სასათბურე მეორნეობა მოეწყო. ინფორმაციას თურქეთის საელჩო ავრცელებს.
თავშესაფარით 80-მდე ბენეფიციარი სარგებლობს, მათ შორის 19 ბავშვი. სასათბურე მეურნეობის გახსნას 15 დეკემბერს, 14:00 სთ -ზე დაესწრებიან თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფათმა ჯერენ იაზგანი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი, ასევე თავშესაფრის მესვეურები და მეგობრები.
ა(ა)იპ „წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრი„ შერეული ტიპის თავშესაფარია, სადაც იმყოფებიან შრომისუუნარო, რემისიაში მყოფი სხვადასხვა ფსიქონერვული პათოლოგიების მქონე ადამიანები, მოხუცები, გამონაკლისის სახით - მარტოხელა დედები, ყოფილი ქუჩის ბავშვები და სხვადასხვა საჭიროების ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) დახმარებით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარების სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო 504 მ2 მარწყვისა და 202,5 მ2 მწვანილის სათბური.
პროექტი ხელს შეუწყობს ძეგვის სოციალური ცენტრის ბენეფიციარების სამეურნეო-ეკონომიკურ აქტიურობას. მუდმივი შემოსავალი უზრუნველყოფს პროექტის მდგრადობას; სათბურების მუშაობისათვის აუცილებელი თესლი/ჩითილები, სასუქი და სამუშაო იარაღების შესყიდვა მიღებული შემოსავლით იქნება შესაძლებელი. დასაქმებულ ბენეფიცირთა ნაწილი ქალია, რაც მშვენიერი მაგალითია გენდერული თანასწორობისა და ახალისებს ქალთა აქტიურობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით.