დაკავებულია კრემლის ინსაიდერი, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის არჩევნებში ჩარევაზე ფლობდეს ინფორმაციას

მედიის ინფორმაციით, დაკავებულია კრემლის ინსაიდერი, რომელსაც შესაძლოა, აშშ-ის არჩევნებში ჩარევაზე ფლობდეს ინფორმაციას. Bloomber-ის ცნობით, ვლადისლავ კლუშინის ექსტრადირება შვეიცარიიდან აშშ-ში 18 დეკემბერს მოხდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, კლუშინი ხელმძღვანელობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიას, რომელიც რუსეთის მთავრობის უმაღლეს წრეებთან მუშაობს. სულ რაღაც 18 თვით ადრე კლუშინმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისგან საპატიო მედალიც მიიღო.

რუსეთის დაზვერვის საკითხებში გარკვეული რამდენიმე ადამიანის აზრით, კიბერუსაფრთხოებაზე კლუშინის მუშაობა და კრემლთან კავშირები შეიძლება აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის სასარგებლო წყარო აღმოჩნდეს და მას შეუძლია ამერიკელებს მიაწოდოს უახლოესი ინფორმაცია 2016 წლის არჩევნებზე მანიპულაციის შესახებ.