ჯანმომ ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ინიციატივა დააანონსა, სახელწოდებით „Global Youth Mobilization for Generation Disrupted“, ახალი ახალგაზრდული მოძრაობა მიიღებს მონაწილეობას „ჯანმოს“ სამიტში, რომელიც გაიმართება მომავალი წლის აპრილში. ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. WHO-ს გენერალური ლიდერის თქმით, ახალი ორგანიზაცია იქნება მობილიზებული ახალგაზრდების ჩართულობაზე, ისევე როგორც პანდემიასთან განმკლავებაში, ასევე ზოგადად მსოფლიოში არსებულ ჯანდაცვის საკითხებზე.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, კოვიდის საწინააღმდეგო ყველაზე გრძელვადიანი და ეფექტური ნაბიჯი იქნება უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის შექმნა იმ ქვეყნებში, სადაც ეს ყველაზე საჭიროა. ამასთან, გაამახვილა ყურადღება ბევრ ქვეყანაში სანიტარული პირობების არასებობაზეც.

„აფრიკის ძალიან ბევრ საავადმყოფოში ფიზიკურად არ არსებობს შესაძლებლობა, რომ სამედიცინო პერსონალმა წესისამებრ დაიმუშაოს ხელები“.მ

ბრიფინგი ტედროს ადანომ გებრეისუსმა სასიხარულო ინფორმაციით დაასრულა. როგორც მან თქვა, კანადა გაწევრიანდა „Covax”-ის ინიციატივაში და ამგვარად ისინი დაეხმარებიან განვითარებად ქვეყნებს ვაქცინის მიღებაში, რის გამოც მან მადლობა გადაუხადა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯანსტინ ტრუდოს.